ხორავას ქუჩაზე მოკულული ერთ-ერთი მოზარდის მამა გამოძიების ობიექტურად ჩატარების მოთხოვნით აქციის გამართვისთვის ემზადება. ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიებაში არაერთი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა დაეცეს და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაძლო დამნაშავეების მხრიდან მფარველობაზე საუბრობს. დღევანდელ აქციას, რომელიც პარლამენტის წინ იგეგმება, პანკისიდან უერთდება თემირლან მაჩალიკაშვილების ოჯახი.
"მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს პოლიტიკური პარტია იქნება, არაპოლიტიკური პარტია იქნება, მმართველი გუნდი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი თუ ვინ იქნება, მოვუწოდებ ყველა ჩემნაირ ადამიანს დამიდგნენ გვერდში. საღამოს 7 საათზე ყოფილი პარლამენტის შენობასთან გელოდებით ყველას რაღა აღმოვფხვრათ ეს მარაზმი და ჭეშმარიტებას ფარდა ავხადოთ,"-აცხადებს ზაზა სარალიძე.