22 დეკემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანია მნიშვნელოვანი და ამბიციური ინიციატივის მხარდამჭერი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ლევან იზორიამ გერმანელ სტუმარს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„გერმანია აცხადებს მზადყოფნას ოფიციალურად, იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სერიოზული ინიციატივა და ჩვენი ტრანსფორმაციის პროცესში, ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი, როგორიც არის კონტრმობილურობის ინიციატივა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იქნება სწორედ გერმანიისგან მხარდაჭერილი და გერმანია იქნება ლიდერი ქვეყანა ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის მხარდაჭერის საქმეში მომავალში საქართველოსთვის,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დოქტორ პიტერ თოიბერი აცხადებს, რომ ბოლო წლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობაა.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მზარდი დინამიკა აშკარაა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი მონაწილეობა. ქართველები სანდო პარტნიორები არიან, ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ისინი ჩვენს გვერდით არიან. ქართველებმა გვერდში დგომა საქმით დაამტკიცეს, როდესაც მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმა მოხდა,“ - აღნიშნა დოქტორ პიტერ თოიბერმა.

დღის ამბები