25 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
"ის ისეა გამწარებული როგორც მე... მინდა გამოვხატო ჩემი თანადგომა" - ზაზა სარალიძის ორგანიზებულ აქციაზე მაჩალიკაშვილის მამა მივიდა

აქცია რუსთაველის გამზირზე - ერთ საათში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, გამოძიების ობიექტურად ჩატარების მოთხოვნით მხარდამჭერებს პარლამენტის შენობის წინ ელოდება. ზაზა სარალიძის პროტესტს უერთდება საზოგადოების ნაწილი. მათ შორის არიან ძიუდოისტები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, რომელიც დღევანდელი დღის გამო პანკისიდან საგანგებოდ ჩამოვიდა.

„ჩემი ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი არის გვერდში ამოვუდგე სარალიძეს. ის ადამიანი ვიცი, რომ არის ისე როგორც მე ვარ გამწარებული და მინდა რომ გამოვხატო ჩემი თანადგომა. ერთადერთი მიზანი ეს არის ჩემი ჩამოსვლის,“-განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დარწმუნებული, რომ მისი შვილის მკვლელებს მფარველობენ კონკრეტული მაღალჩინოსნები. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა. 

დღის ამბები