22 დეკემბერი 2024,   06:08
ვრცლად
„დატოვოს დავით ქევხიშვილმა დაკავებული თანამდებობა"-რუსთაველის გამზირზე ძიუდოისტები მორიგ აქციას მართავენ

რუსთაველის გამზირზე ძიუდოისტები არიან შეკრებილი. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით მორიგ აქციას მართავენ.  მათი მტკიცებით ქევხიშვილი საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს.

„დატოვოს დავით ქევხიშვილმა დაკავებული თანამდებობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის ერთპიროვნული მმართველი. იგი ნათლად აფიქსირებს თავისი მიდგომით და თავისი პოზიციით, რომ ას არ სურს ჩვენი ნაკრებში დაბრუნება. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო მეტნი ვართ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვითხოვთ მის გადადგომას,“-განაცხადა ძიუდოს ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სპორტსმენები კვლავ პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია მთავრობის ხელმძღვანელმა პირმა იცოდეს ზუსტად რა პროცესები მიმდინარეობს ძიუდოს ფედერაციაში.

„სიტუაცია არის ჩიხში შესული. ძალიან მიჭირს  ვიფიქრო იმაზე, რომ შეიძლება ამ ბიჭებმა ვერ იჭიდაონ მსოფლიო ჩემპიონატზე,“-განაცხადა ადამ  ოქრუაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ დავით ქევხიშვილის არ გადადგება ვარჯიშს აზრი არ აქვს.

სპორტსმენები უკვე რამდენიმე კვირაა პერმანენტულ აქციებს მართავენ. 

დღის ამბები