პარლამენტთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო.
ადგილზე შეკრებილი არიან როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც მხარში უდგებიან ზაზა სარალიძეს. აქციაზე დასასწრებად სპეციალურად პანკისიდან ჩამოვიდა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და მისი ოჯახი.
აქციაზე იმყოფება მოკლული დავით სარალიძის დაც, მარიამ სარალიძე.