მხატვარი გია ბუღაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ორგანიზებულ აქციაზე მივიდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ზაზა სარალიძეს და აღნიშნა, რომ იმ დანაშაულისთვის, რასაც ამ ოჯახის მიმართ ხელისუფლება ჩადის, ისინი მიიღებენ მაკრატლების რევოლუციას.
"ამ მთავრობამ შექმნა უსამართლობის, დაუცველობის საოცარი განცდა და ყველაზე მთავარი შექმნა უიმედობის ყოფნის განცდა. ჩვენ იდეა წაგვართვეს, ქოცებმა წაგვართვეს იდეა. წარმოიდგინეთ რამდენიმე ბავშვი მოკლეს. რამდენ დედას და მამას აუტირეს გული, მაგრამ პასუხი არ არის. მაინც და მაინც ელიტა უნდა იყოს ზაზა, რომ მიაქციონ მის შვილს ყურადღება? იცით სადამდე მივა ეს ყველაფერი. ისინი დაიმსახურებენ მაკრატლების რევოლუციას. დაუჩეხეთ ბავშვი მაკრატლით და უმალავთ?! არ უთანაგრძნობთ,“-განაცხადა გია ბუღაძემ.