22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
"არ ჭირდება ამას ველური რევოლუცია, ძალიან წყნარად შეიძლება გუნდი შეიცვალოს"-თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი პროკურატურისგან პასუხებს ითხოვს. პუბლიცისტი ამბობს, რომ პროკურატურამ საკუთარი უმოქმედობა გაამყარა უბინძურესი კანონით, რაც ნიშნავს, უვადო გამოძიებას და უვადო ექსპერტიზას. საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. სწორედ ერთ-ერთი მოკლულის მამის ზაზა სარალიძის მიერ არის აქცია ორგანიზებული. როგორც სიტყვით გამოსვლისას თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, გამოსავალი იმ მდგომარეობიდან რაც ქვეყანაშია არის ის, რომ ზაზა სარალიძეს დაუდგეს გვერძით მთელი ქვეყანა.

„ამ გაერთიანების დასაწყისი იქნება, რომ ამ შვილმკვდარ მამას და კიდევ რამდენიმე შვილმკვდარ მამას მთელი საქართველო გვერდით დაუდგეს. არ ჭირდება ამას არავითარი არაცივილური ველური რევოლუცია, ძალიან წყნარად შეიძლება გუნდი შეიცვალოს ნორმალური ადამიანებით,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები