15 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
პოსტსკრიპტუმი საქართველოს ქომაგის, ოლივერ უორდროპის ოჯახს ეწვია

მე-19 საუკუნის გავლენიანი ბრიტანელი დიპლომატი ოლივერ უორდროპი 100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი ქომაგი და მხარდამჭერი იყო ევროპასა და დიდ ბრიტანეთში.

ოლივერ უორდროპისა და მისი დის მარჯორი უორდროპის სასაფლაოზე "პოსტ სკრიპტუმის" გუნდი მათ შთამომავლებს შეხვდა. ინგლისელი დიპლომატი საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარია. მისი და მარჯორი კი პირველი იყო, ვინც "ვეფხისტყაოსანი" ქართულიდან ინგისურად თარგმნა. 

დიდი ბრიტანეთის ოქსფორდის ბიბლიოთეკა პირველი რესპუბლიკის საიუბილეო წელს გვაცნობს ოლივერ უორდროპისა და მისი დის, ვეფხისტყაოსნის ინგლისურ ენაზე პირველი მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის დახურულ საცავს, რომელიც ქართული ხელნაწერების ყველაზე დიდი კოლექციაა ევროპაში.

ქართველოლოგიის ფუძემდებელმა ოქსფორდის არქივში საქართველოს კულტურისა და ისტორიის მე-7 დან მე-20 საუკუნემდე მემკვიდრეობა - ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები, ქართული ჟურნალ-გაზეთები და მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტები შემოინახა.

 

დღის ამბები