დღეს ორშაბათია და „რუსთავი ორის“ მაყურებელს ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტის ნახევარფინალი ელოდება.
„მხოლოდ ქართულის“ დღევანდელ კონცერტზე ყველა დროის ქართული ჰიტები შესრულდება.
კონკურსანტები დღეს ორ-ორ სიმღერას შეასრულებენ. 6 მონაწილიდან კი პროექტს დღეს ორი დატოვებს.
„მხოლოდ ქართულის“ კონცერტი „რუსთავი ორის“ პირდაპირ ეთერში 21:00 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე დაიწყება.