22 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
დეკრიმინალიზაცია ყველა სახის ნარკოტიკს შეეხება - საპარლამენტო უმრავლესობამ კონსულტაციები დაასრულა

საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციაზე შეთანხმდა. საუბარია ყველა სახის ნარკოტიკზე, რომელზეც საპატიმრო სასჯელი უნდა გაუქმდეს.

თუმცა, ამ დრომდე არ არის დაზუსტებული ვადა თუ როდის შევა კანონი ძალაში. საუბარია იმაზე, რომ კანონი ძალაში შევიდეს 2 წლის შემდეგ, ან კანონში ჩაიწეროს, რომ ამ საკითხს საკანონმდებლო ორგანო დაუბრუნდება ორი წლის შემდეგ.

ასევე, არ არის მიღებული გადაწყვეტილება დოზებთან დაკავშირებითაც. უმრავლესობაში ვერ შეთანხმდნენ რა შემთხვევაში ჩაითვლება პირი მომხმარებლად და რა შემთხვევაში გამსაღებლად.

კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იურიდიულ კომიტეტზე წარადგენს. 

დღის ამბები