22 დეკემბერი 2024,   10:21
ვრცლად
მეტროს მემანქანეების გაფიცვა კანონის ფარგლებში ჯდება - სახალხო დამცველის წარმომადგენლი

სახალხო დამცველი თბილისის მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საზიანოს და საშიშ პრეცენდენტად მოიაზრებს. ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, თათული თოდუამ გააკეთა.

თათული თოდუას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ, საშიში პრეცენდენტია.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი მეტროს მემანქანეების გაფიცვას აფასებს და აღნიშნავს, რომ დღევანდელი გაფიცვა კანონის ფარგლებში ჯდება.

„სახალხო დამცველის ინტერესის საგანი გახდა სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები. ბოლო გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს სამუშაო დროს გაფიცვა განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ, ასევე, გახდა სახალხო დამცველის მხრიდან შეფასების საგანი და ის შეფასდა, როგორც საზიანო და საშიში პრეცენდენტი. რაც შეეხება, დღეს მიმდინარე მოვლენებს, ჩვენთვის საინტერესო იყო, შეგვეფასებინა, რამდენად კანონიერ ჩარჩოში მიმდინარეობს დღევანდელი მოვლენები. ჩვენ ვიცით მეტროს მემანქანეების პოზიცია, მათ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით გაფიცვა მოახდინეს სწორედ დასვენების დროის განმავლობაში,“ - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

მეტროპოლიტენი დღეს დილიდან გათიშულია. მიზეზი მეტროს მემანქანეების გაფიცვაა, ისინი ხელფასის გაზრდას 45% ითხოვენ. მეტროს პარალიზების გამო, დედაქალაქის მერიამ უფასო ავტობუსები დანიშნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები