22 დეკემბერი 2024,   10:12
ვრცლად
"ევროპულ საქართველოს" გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა მონაწილეობას კვირას დაგეგმილ მიტინგში - ბობოხიძემ შეხვედრა დატოვა

ოპოზიცია კვირას დიდი პოლიტიკური მიტინგისთვის ემზადება, - ამის შესახებ პარტიების ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი.

კონსულტაცია „ლეიბორისტების“ ოფისში ამ წუთებშიც გრძელდება. ამ დროისთვის გაუკრვეველია მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია, რადგან შეხვედრა აკაკი ბობოხიძემ დატოვა. ბობოხიძის თქმით, მას შემდეგ, რაც გაირკვევა, ვინ იქნება მიტინგის ორგანიზატორი და რომელი პარტიები მიიღებენ მონაწილებას აქციაში ამის, შემდეგ ის და მისი თანაგუნდელები მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„როგორც კი გაირკვევა რომელი პარტიათა გაერთიანება იქნება მიტინგის ორგანიზატორები ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მასში თანამონაწილეობის შესაახებ. ძალიან მნიშვნელოვანია მკვეთრად გამოიკვეთოს მიტინგზე პასუხისმგებელი პირი. მე უნდა ვიცოდე ვისი პასუხისმგებლობის ქვეშ მომყავს ჩემი თანამებრძოლები,“-აცხადებს ბობოხიძე.

დღის ამბები