22 დეკემბერი 2024,   10:33
ვრცლად
"ისინი თუ ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ პროცესს რა თქმა უნდა ეს მათი არჩევანია" - წულუკიანის პასუხი მესამე სექტორს

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ უწყებამ მთავარი პროკურორის პოსტზე კანდიდატების შერჩევა დაიწყო. თეა წულუკიანის განცხადებით ის მზად არის ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართოს, თუმცა თუ მათ ამის სურვილი არ ექნებათ, ის პროცესს არ შეაჩერებს.

„ჩემთვის დღეს  არ შეიძლება ვინმე იყოს მისაღები ან მიუღებელი. ერთ-თვიანი პროცედურა არის ჩართული. კანდიდატების წარმოდგენას აქვს თავისი წესი და ფორმა. წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ  კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და განსაკუთრებით იმ კრიტერიუმს რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის დარგში გამოცდილების ქონას და იმ სხვა თვისებებს, რომელიც პროკურატურის შესახებ კანონით არის დადგენილი. მე არასამთავრობო ორგანიზაციებთან წინა პროკურორის შერჩევისას ვითანამშრომლე, ახლაც ვთანამშრომლობ. ისინი თუ ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ პროცესს, რა თქმა უნდა ეს მათი არჩევანია,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ მთავარი პროკურორის კანდიდატურებთან დაკავშირებით თეა წულუკიანთან კონსულტაციებში ჩაბმას. 

დღის ამბები