22 დეკემბერი 2024,   10:14
ვრცლად
ოპოზიცია კვირას დიდ პოლიტიკურ მიტინგს აანონსებს - კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება

ოპოზიცია კვირას დიდი პოლიტიკური მიტინგისთვის ემზადება,-ამის შესახებ პარტიების ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი.

კონსულტაცია „ლეიბორისტების“ ოფისში ამ წუთებშიც გრძელდება. ამ დროისთვი გაუკრვეველია მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია, რადგან შეხვედრა აკაკი ბობოხიძემ დატოვა. ბობოხიძის თქმით,მას შემდეგ, რაც გაირკვევა, ვინ იქნება მიტინგის ორგანიზატორი და რომელი პარტიები მიიღებენ მონაწილებას აქციაში ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

უკვე ცნობილია, რომ მიტინგში მონაწილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლეიბორისტული“ პარტია.

„როცა ორი შვილმოკლული მამა რუსთაველზე ცხოვრობს კარავში, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ბოლომდე გვერდით დავუდგებით. არ გამოვრიცხავ რომ კვირამდეც საზოგადოების ნაწილი იყოს მათთან ერთად, რაც შემდგომ ცხადია გადაუზრდება აქციებში“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა.

როგორც კონსულტაციების მიმდინარეობისას განაცხადეს, რეჟიმის შეცვლის მოთხოვნას ფართომასტაბიან აქციაზე გაერთიანებული ოპოზიცია დააყენებს, რაც შეეხებ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც ამ დრომდე არ გადაუწყვეტია შეურთდება თუ არა მიტინგს ნათელაშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია.

„რეჟიმი დალპა...დამპალ რეჟიმს უნდა გატანა მშვიდობიანი მეთოდებით, ამიტომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პარტიას და ვინც აქ ვსხედვართ ვართ თანახმა ჩატარდეს დიდი პოლტიიკური მიტინგი“-აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ნათელაშვილი.

დღის ამბები