22 დეკემბერი 2024,   09:15
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი მთავარი პროკურორობის კანდიდატად ანა დოლიძეს ასახელებს

ოპოზიციის ნაწილი მთავარი პროკურორის პოსტზე ანა დოლიძის კანდიდატურას ასახელებს.

პარტიების გადაწყვეტილების შესახებ, განცხადება დღეს კახა კუკავამ გააკეთა.

თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადადგომისკენ ​მოუწოდებს, რაც მისივე განცხადებით, ახალი პროკურორის სამართლიანად შერჩევას და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლს უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვაყენებთ სამ საკითხს, ვინაიდან ამ აქციების მთავარი მოთხოვნა, რაც ისმოდა ყოველდღიურად და რასაც საზოგადოება იმეორებს, არის ის,  რომ სისტემა უნდა დაინგრეს, მაგრამ, სისტემა არ ინგრევა ჩაქუჩით და უროთი.

"შერჩევა არ უნდა მოხდეს ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება, რომელმაც ერთხელ ბოტასების ქურდი დანიშნა მთავარ პროკურორად და მეორეჯერ ირაკლი შოთაძე, უნდა ჩამოშორდეს ამ პროცესს.

"ჩვენ ოთხი პარტია - თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, ტრადიციონალისტები და ქრისტიან დემოკრატები  ვთავაზობთ ხელისუფლებას ანა დოლიძის კანდიდატურას,“ -აცხადებს კუკავა.

კუკავა მოუწოდებს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დასახელებულ სხვა პირებს, თავად მოიხსნან კანდიდატურა.

დღის ამბები