22 დეკემბერი 2024,   09:03
ვრცლად
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობებს გიორგი ათაბეგაშვილი შეასრულებს

ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის მოვალეობებს გენერალური მდივანი, გიორგი ათაბეგაშვილი, შეასრულებს. ფედერაცია კი მუშაობას ამ რეჟიმში გააგრძელებს.

ნაკრების მთავარ მწვრთნელად ამირან ტოტიკაშვილი დაინიშნა, ხოლო მის თანაშემწედ ნოდარ მეტრეველი.

აღმასკომმა მაისის მოვლენებზე და მისი წევრების ჩართულობაზეც ისაუბრა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა შოთა ხაბარელისთვის კომიტეტის წევრობის შეჩერების საკითხიც.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა, აღმასკომის ეს ნაბიჯი კონფრონტაციისკენ გადადგმულად შეაფასა. 

დღის ამბები