22 დეკემბერი 2024,   09:33
ვრცლად
თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პროკურატურაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით - თამარ კორძაია

„პროკურატურა არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამის სათავეში დგას თეა წულუკიანი,“ - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანმა, თამარ კორძაიამ, გააკეთა.

თამარ კორძაია მესამე სექტორის მიმართვას ეხმაურება, სადაც ისინი მთავრობას იუსტიციის მინისტრის გადაყენებისკენ მოუწოდებენ.

თამარ კორძაიას განცხადებით, ხორავას საქმის გამოძიებიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურა პოლიტიზირებულია.

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანმა თეა წულუკიანს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

„ის ხელმძღვანელობს საპროკურორო საბჭოს, ის განსაზღვრავს პოლიტიკას პროკურატურის საქმიანობის და უკვე მეოთხეჯერ დადასტურდა ის, რომ პროკურატურა არ არის თავისუფალი, ის არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამის სათავეში დგას თეა წულუკიანი. ამიტომ, თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პროკურატურაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ უტიფარ განცხადებებზე, რასაც ის მოქალაქეებთან მიმართებაში აკეთებს,“ - განაცხადა კორძაიამ.

სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გაერთიანდა და მთავრობას მისი გადაყენებისკენ მოუწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი თეა წულუკიანმა აღარ უნდა შეარჩიოს.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა იუსტიციის მინისტრმა უკვე დაიწყო და მან პარლამენტს კანდიდატურა ერთ თვეში უნდა წარუდგინოს.

დღის ამბები