22 დეკემბერი 2024,   09:03
ვრცლად
იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურორობის კანდიდატად ადვოკატი პაატა შავაძე წარუდგინეს

იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურორობის კანდიდატად ადვოკატი პაატა შავაძე წარუდგინეს. პაატა შავაძე წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული არავინ არ იქნება. ასევე ამბობს, რომ საქმეები, რომლებსაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები ექნება და სათანადოდ ვერ მოამზადებენ სასამართლოში განსახილველად, აღნიშნული საქმეები არ გადაიგზავნება მართლმსაჯულების ორგანოში.

„არჩევის შემთხვევაში, ჩემი მოღვაწეობის  ლაიტმოტივი  სამართლიანობის დამკვიდრება იქნება. არავითარ შემთხვევაში არცერთი ადამიანი არ იქნება უკანონოდ დაკავებული, უკანონოდ ბრალდებული და არცერთი საქმე, რომელსაც ექნება საზოგადოების მხრიდან კითხვის ნიშანი და რომელიც არ იქნება სათანადოდ მომზადებული სასამართლოში განსახილველად, არ იქნება წარგზავნილი მართლმსაჯულების ორგანოში,“ - განაცხადა პაატა შავაძემ.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა იუსტიციის მინისტრმა უკვე დაიწყო და მან პარლამენტს კანდიდატურა, დაახლოებით, ერთ თვეში უნდა წარუდგინოს.

დღის ამბები