22 დეკემბერი 2024,   09:02
ვრცლად
დირბის ეკლესიის წინამძღვარი რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

12-საათიანი ტყვეობის შემდეგ დირბის ეკლესიის წინამძღვარი რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

ერთ-ერთი ვერსიით, რუსმა ოკუპანტებმა მამა იოანე ოხანაშვილი საკუთრი სახლიდან გაიტაცეს, რადგან ადგილზე მისულ სოფლის მცხოვრებლებს და სხვა სასულიერო პირებს მისი სახლის კარი ღია დახვდათ. იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილი და ტელეფონიც.

მამა იოანე დირბიდან ხშირად გადადიოდა ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სადაც წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს. დირბის ეკლესიის წინამძღვარი საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფელში საფლავებსაც უვლიდა, თუმცა, პრობლემები არასოდეს შექმნია.

ადგილობრივებს მისი გატაცების მეორე ვერსიაც აქვთ. დირბისა და დვანის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ მამა იოანე, რომელიც დირბში 2008 წლის ომის დროიდან მსახურობს, ოკუპირებულ სოფელ მუგუთში აპირებდა გადასვლას.

ეს ბოლო წლებში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოკუპანტებმა საეკლესიო პირი გაიტაცეს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები