22 დეკემბერი 2024,   09:41
ვრცლად
შიმშილობის მეორე დღე - მეტროს მემანქანეები კვლავ მერის გადაწყვეტილებას ელოდებიან

მეტროს გაფიცული მემანქანეები მერიისგან პასუხს ელოდებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ კახა კალაძე პოზიციას შეიცვლის და მათ მოთხოვნებს დათანხმდება. მემანქანეები იმაზეც თანახმა არიან, რომ ხელფასების ზრდა ეტაპობრივად 2019 წლიდან მოხდეს.

გაიხსნება თუ არა ხვალ დილით მეტროს კარი, ჯერ კიდევ არავინ იცის. დედაქალაქის მერთან 2 შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მემანქანეებს უთხრეს, რომ დედაქალაქის მთავრობას მათ დასაკმაყოფილებლად ფინანსური რესურსი არ გააჩნია. ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკუთარ განცხადებაში ისევ მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მეტროს თანამშრომლებს გაფიცვის უფლება არა აქვთ.

ამ განცხადების არ სჯერათ მეტროს თანამშრომლებს. ისინი ითხოვენ, რომ თანხა, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის უფასოდ სარგებლობისთვის უკვე ორი დღეა, იხარჯება, მემანქანეების ანაზღაურების გაზრდისთვის გამოიყენონ.

გაფიცულ მემანქანეებს დღეს სახალხო დამცველიც შეხვდა. ნინო ლომჯარიამ მეტროს თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა და განუმარტა, რომ მათი პროტესტი ლეგიტიმურია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები