22 დეკემბერი 2024,   08:59
ვრცლად
მამა იოანე ოკუპანტებმა გაათავისუფლეს - ქართულმა ეკლესიამ დახმარება რუსეთის საპატრიარქოს სთხოვა

12-საათიანი ტყვეობა დასრულებულია. ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი გაათავისუფლეს. ამ წუთებში მამა იოანე ოხანაშვილი გორში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და ქართველ სამართალდამცველებს მისი დაკავების დეტალებზე ჩვენებას აძლევს.

დირბის ეკლესიის წინამძღვარის გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებს ქართველ სამართალდამცველებთან ერთად საპატრიარქოც აწარმოებდა. მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მამა იოანე ოხანაშვილის გათავისუფლება რუსეთის საპატრიარქოსაც სთხოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, რუსმა ოკუპანტებმა მამა იოანე ოხანაშვილი საკუთრი სახლიდან გაიტაცეს, რადგან ადგილზე მისულ სოფლის მცხოვრებლებს და სხვა სასულიერო პირებს მისი სახლის კარი ღია დახვდათ. იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილი და ტელეფონიც.

მამა იოანე დირბიდან ხშირად გადადიოდა ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სადაც წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს. დირბის ეკლესიის წინამძღვარი საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფელში საფლავებსაც უვლიდა, თუმცა პრობლემები არასოდეს შექმნია.

ადგილობრივებს მისი გატაცების მეორე ვერსიაც აქვთ. დირბისა და დვანის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ მამა იოანე, რომელიც დირბში 2008 წლის ომის დროიდან მსახურობს, ოკუპირებულ სოფელ მუგუთში აპირებდა გადასვლას.

ეს ბოლო წლებში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოკუპანტებმა საეკლესიო პირი გაიტაცეს.

მამა იოანეს გატაცების შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირიც.

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები