22 დეკემბერი 2024,   08:59
ვრცლად
240 მემანქანე, რომელიც თბილისს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ემსახურება - გაფიცული თანამშრომლების ისტორიები

240 მემანქანე მერიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. მათთან ერთად კახა კალაძის განცხადებას მათი ახლობლებიც ელოდებიან, რომლებსაც ოჯახის წევრები უკვე ორი დღეა, არ უნახავთ.

ისინი იმ მძიმე შრომაზე საუბრობენ, რომელიც მათ ახლობლებს მიწის ქვეშ უწევთ. ამბობენ, რომ ყოველ დღე დედაქალაქს საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ემსახურებიან.

არსებობს კვლევაც, რომლის მიხედვითაც, მემანქანეების 60% საპენსიო ასაკს ვერ აღწევს, რადგან მათ მუშაობა დახურულ სივრცეში და უჰაერობაში უწევთ. დანარჩენი ნაწილი კი სიბერეს დაზიანებული ჯანმრთელობით ატარებეს

დღის ამბები