22 დეკემბერი 2024,   09:05
ვრცლად
ვინც ხელი შეუწყო იმ მკვლელებს, ვინც ხელი დააფარა, ისინი დაისაჯონ - სამეგრელოში ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ

„ვინც უფროსობამ ხელი შეუწყო იმ მკვლელებს, ვინც ხელი დააფარა, ისინი დაისაჯონ, ამაზეა საუბარი,“ - ასე აფასებენ სამეგრელოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამოძიებას.

სამეგრელოში მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამას - ზაზა სარალიძეს, სოლიდარობას უცხადებენ.

არჩევანთან საუბრისას მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე სიმართლე უნდა დადგინდეს და ხელი არავის არ უნდა დააფარონ.

მოსახლეობის ნაწილი მთავრობის გადადგომას ემხრობა და აცხადებენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად უნდა დაინიშნოს.

„უნდა გადადგეს წულუკიანი, კვირიკაშვილი, მთელი საგამოძიებო გუნდი უნდა წავიდეს და ახალი უნდა მოვიდეს, მეტი არ შველის არაფერი,“ - აცხადებს ზუგდიდის ერთ-ერთი მცხოვრები.

მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი ქუჩაში არ უნდა გადაწყდეს და სამართლებრივ ჩარჩოს არ უნდა გასცდეს.

დღის ამბები