22 დეკემბერი 2024,   09:04
ვრცლად
ხვალ ვის შვილს მოკლავენ, ვინ იქნება უბედური მამა... უნდა შეიცვალოს მთავრობა. ეყოთ, მორჩა! - ხალხის პოზიცია მცხეთა-მთიანეთში

„უნდა გადადგეს მთავრობა, არაფერში არ გვადგებიან. თვითონ მილიონებს იღებენ,“ - ასეთია მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები მოქალაქეების პოზიცია.

მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.

გამოკითხულთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება უფუნქციოა და ამიტომ უნდა წავიდეს.

სარალიძეც რომ არ იყოს მიზეზი, ისედაც გადასაყრელი მთავრობა არის,“ - ამბობენ რეგიონში.

მცხეთა-მთიანეთში ამბობენ, რომ მთავრობის ბედი პარლამენტმაც უნდა გაიზიაროს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

მცხეთაში, დუშეთში, თიანეთში ამბობენ, რომ ხალხი დაიღალა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ საქმე და შვილმკვდარ მამებს - ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს, პასუხი გასცენ, ვინ მოკლა მათი შვილები.

„თუ ეს ბოლომდე სამართალს არ იპოვის, ხვალ რა იცი, ვის შვილს მოკლავენ, ვინ იქნება უბედური დედა ან მამა. უნდა შეიცვალოს მთავრობა. ეყოთ, მორჩა!“ - აცხადებენ თიანეთში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები