22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
აქცია პარლამენტის შენობასთან - ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს მართავენ

10 ივნისს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტების ოფისში კონსულტაციებს მართავენ.

აქციას მნიშვნელოვან მხარდაჭერას ენმ უცხადებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი, ამბობს, რომ "ეს აქცია არის საზოგადოების პასუხი მთავრობის დაცინვაზე" და "ახლა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებას, რომელიც ხვალ გასცემს პასუხს ხელისუფლებას".

პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა, რომ აქციაზე მიდის, როგორც მოქალაქე და მოითხოვს იმ დამნაშავეების დასჯას, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ დანაშაულებებში.

ის ასევე ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს და კანონის შესაბამისად მოქმედებაზე საუბრობს.

„თუ რაიმე ტიპის მხარდაჭერა იქნება საჭირო პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, მე ამ პასუხიმგებლობას არ გავურბივარ სხვებისგან განსხვავებით. ჩვენი მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი იქნება, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

აქციაზე მიდიან  საქართველოს ევროპელი დემოკრატები და პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები