22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე - დაშავებულებიდან ორი ღუდუშაურში, ხოლო ერთი ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მოათავსეს

გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში, გადმოჰყავთ.

2 პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ერთი კი ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში. ის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ერთ-ერთი ბავშვის დედაა.

სამედიცინო კორპორაცია ევექსის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი, ბუბა შალამბერიძე, აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კონტაქტურია პაციენტი, ადეკვატური. აღენიშნება ძირითადად მარჯვენა ზედა კიდურის და ხერხემლის ტრავმა, ოღონდ ისეთი დაზიანებებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. ჩვენთან გაუკეთდება დამატებითი კვლევები, დინამიკაში დაკვირვება და გაუგრძელდება მკურნალობა ჩვენს ჰოსპიტალში,“ - განაცხადა ბუბა შალამბერიძემ.

გომბორზე ავარია დღეს დილით მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 23-მდე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები იმყოფებოდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში ხევში გადავარდა.

დღის ამბები