22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დააფუძნეს

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დააფუძნეს.

ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას დღეს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ, ანდრიი პარუბიმ და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრიან კანდუმ, მოაწერეს.

ხელმოწერილი დოკუმენტით ქვეყნები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას ადასტურებენ.

საპარლამენტო ასამბლეა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას და სამმხრივ ინტერესებში შემავალი საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

დღის ამბები