22 დეკემბერი 2024,   10:14
ვრცლად
სინგაპურში ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრისთვის ემზადებიან

სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრისთვის ემზადებიან. ჩრდილო კორეის ლიდერს ქვეყანაში ხვალ ელოდებიან.

სინგაპურში 10 ივნისს თვითმფრინავი ჩავა, რომლის ბორტზეც სამიტის პერიოდში კიმ ჩენ ინისთვის განკუთვნილი საკვები იქნება.

ჩრდილო კორეის ლიდერის კორტეჟის შემადგენლობაში ლუქსის კლასის რამდენიმე ავტომობილი შევა. თავად კიმ ჩენი ინი კი სამიტის დროს, სავარაუდოდ, BMW-ს მეშვიდე სერიის მანქანით გადაადგილდება, რომელიც უკვე სინგაპურში იმყოფება.

ცნობილია ისიც, რომ ოფიციალური ფხენიანის დელეგაციაში 100-ზე მეტი ადამიანი იქნება.

დღის ამბები