22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
სენაკში ოპოზიციის რეგიონული შეხვედრის დროს სუს-ის თანამშრომელი ფარულ გადაღებას აწარმოებდა

სენაკში ოპოზიციის რეგიონული შეხვედრის დროს სუს-ის თანამშრომელი ფარულ გადაღებას აწარმოებდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს პირი დააკავეს. მას მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა აღმოაჩნდა.

ოპოზიციის თქმით, აღნიშნულმა პიროვნებამ თავად აღიარა, რომ ის შეკრებაზე იმისთვის იმყოფებოდა, რომ ინფორმაცია საჯაროდ გაეტანა.

ამ პროცესებს სენაკში ხმაური მოჰყვა. სამართალდამცველებს კორიდორის გაკეთებაც კი მოუწიათ, რათა ის ტერიტორიიდან გაეყვანათ.

სენაკში ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს ხვალისთვის რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მართავდა. ხვალ პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

 

დღის ამბები