22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ფარული გადაღებისთვის საჭირო აპარატურა დაუვარდა სუს-ის აგენტს, ჭანტურიას - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი

სენაკში ოპოზიციის რეგიონული შეხვედრის დროს სუს-ის თანამშრომელი ფარულ გადაღებას აწარმოებდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს პირი დააკავეს. მას მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა აღმოაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

კურიერის კითხვებს სამართალდამცავები გაექცნენ, დაშავებულია რუსთავი2-ის ჟურნალისტი.

„საპატრულო პოლიციამ შეადგინა გამოძახების ოქმი და თქვა, რომ დანარჩენ საქმეს და გამოძიებას მიხედავდა შსს-ს რაიონული ორგანიზაცია. ხედავთ, რომ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც თავიდან აქ იდგნენ, ახლა დგანან ქვევით, 14-20 მეტრის დაშორებით და არ მოდიან ახლოს, ვეუბნები, რომ ეს არის ნივთი, რომელიც მათ დაუვარდათ. დაუვარდა ჭანტურიას, სუს-ის აგენტს და ვთხოვ, რომ შეასრულონ საგამოძიებო ოპერატიული ვალდებულება, ანუ მოხდეს ამის დალუქვა,“ - განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

სენაკში ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს ხვალისთვის რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მართავდა. ხვალ პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

დღის ამბები