25 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
ზვიად კუპრავას და აქციის 3 მონაწილეს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

საქალაქო სასამართლოში დღეს დილით რუსთაველის გამზირზე დაკავებული 4 პირის პროცესი დასრულდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ზვიად კუპრავას და დაკავებულ 3 პირს 14 დღით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროცესზე მოწმის სტატუსით ზაზა სარალიძე დაიკითხა. როგორც ზვიად კუპრავას ადვოკატი აცხადებს, ისინი იმ პოლიციელებისგან ითხოვდნენ სამხრე კამერების ჩანაწერებს, რომლებიც ინციდენტის ფაქტს შეესწრნენ. თუმცა როგორც გაირკვა არცერთ მათგანს კამერა ჩართული არ აღმოაჩნდა.

„ვითხოვდით საპატრულო პოლიციისგან სამხრე კამერების ჩანაწერებს, მზად ვიყავით მიგვეტანა ვიდეოფაილები სადაც აღწერილი იქნებოდა კონკრეტული სიტუაცია რაც განვითარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება არის სასამართლოს და საპატრულო პოლიციის ერთობლივი პროექტი რომელიც გაახმოვანა მოსამართლემ“- აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ზვიად კუპრავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დღეს დილით დააკავეს.

დღის ამბები