21 დეკემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ნინო კვიტაიშვილის თქმით, ინგოროყვას კლინიკაში ერთ-ერთმა ექიმმა პოლიტიკური კუთვნილების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი უთხრა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირებისას დაშავებული აქტივისტები სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ.

ერთ-ერთი დაშავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ნინო კვიტაიშვილი ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იმყოფებოდა.

მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

„ძალადობა ჩემ მიმართ გამოიხატა, ფაქტობრივად, ხელების გადაგრეხვაში, თავის უკანა ნაწილში დარტყმაც ვიგრძენი. სწორედ ეს გახდა შემდგომში ჩემი ცუდად გახდომის მიზეზი, იმიტომ, რომ თვალთ დამიბნელდა და იძულებული გავხდი, რომ იქვე მდგომი სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის მიმემართა,“ - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

ნინო კვიტაიშვილის თქმით, სამედიცინო შემოწმების დროს მას ერთ-ერთმა ექიმმა უთხრა, რომ არ გაუწევდა სამედიცინო მომსახურებას პოლიტიკური კუთვნილების გამო.

ინგოროყვას კლინიკის ბიოეთიკის საბჭო ამ საკითხს ხვალ განიხილავს. კლინიკამ დეპუტატს ოფიციალური ბოდიში უკვე მოუხადა. 

დღის ამბები