21 დეკემბერი 2024,   20:10
ვრცლად
"ეს ოპოზიცია თავიდანვე შექმნეს, ჩამოაყალიბეს და გაზარდეს, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია" - ირაკლი ქადაგიშვილი

ევროსაბჭოს მოწოდება დიალოგისკენ და განსხვავებული პოზიციები თბილისში. ოპოზიცია ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს კრიტიკულად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტებს დიალოგი არ სურთ და 2 პირობა აქვთ - ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას არაკონსტრუქციულობაში ადანაშაულებს. ხელისუფლებაში მოლოდინი არ აქვთ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას დიალოგის რესურსი არ აქვს.

"ოპოზიციას დიალოგის რესურსი არ გააჩნია, ეს ოპოზიცია თავიდანვე შექმნეს, ჩამოაყალიბეს და გაზარდეს, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია. პოლიტიკური ტერორისტების დიალოგისკენ წამოყვანა ცოტა შეუძლებელი რამ არის. მათთვის ნებისმიერი დიალოგი მიუღებელი იყო ყოველთვის. აი, იმ უცხოელმა მხარდამჭერებმა გამოზარდეს არადემოკრატიული ოპოზიცია, არამედ ექსტრემისტული ძალა საქართველოსთვის," - აცხადებს ქადაგიშვილი.

დღის ამბები