22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ტრამპმა ისტორიული სამიტის შედეგები პრესკონფერენციაზე შეაჯამა

დონალდ ტრამპმა ისტორიული სამიტის შედეგები პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

მოლაპარაკებები სინგაპურში, სასტუმრო კაპელაში, გაიმართა.

თავდაპირველად შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს მხოლოდ ორი თარჯიმნის თანდასწრებით შეხვდნენ. მოგვიანებით კი სამიტი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა და ოფიციალური სადილით და ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა.

შეხვედრის დეტალებზე დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე ილაპარაკა.

მისი განცხადებით, ფხენიანი ბირთვულ განიარაღებას მალე დაიწყებს, ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი შეერთებული შტატები მას სანქციებისგან გაათავისუფლებს.

ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო სწავლებების შეწყვეტის შესახებაც გამოაცხადა და აღნიშნა, რომ თეთრ სახლში მიპატიჟებას კიმ ჩენ ინი დასთანხმდა.

კიმ ჩენ ინმა სამიტს "პოზიტიური" უწოდა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ბევრს ფანტასტიკური ჟანრის ფილმიდან აღებული სცენა ჰგონია.

მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერებმა სასტუმროს ბაღში გაისეირნეს. სეირნობისას დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს თავისი ლიმუზინი აჩვენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები