22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ნიკა მელია მისი დაკავების გამო, სავარაუდოდ, შსს-ს უჩივლებს

ნიკა მელია მისი დაკავების გამო, სავარაუდოდ, შსს-ს უჩივლებს. მანამდე ენმ-ის ლიდერი უწყებას მოუწოდებს, მისი აყვანა უკანონოდ სცნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გახდება, სასამართლოს მიმართოს. 

ქართული ოცნება კი უკვე მეორე დღეა, ამტკიცებს, რომ ნიკა მელია რუსთაველის გამზირზე ძალის გამოყენებით კი არ დააკავეს, არამედ ტერიტორიას განარიდეს.

კონსტიტუციის 52 მუხლში გარკვევით წერია, რომ  დეპუტატის დაკავებას პარლამენტის თანხმობის გარეშე კანონი კრძალავს.

მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდში ამბობენ, რომ სამართალდამცავებს კანონი არ დაურღვევიათ, როდესაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ბორკილები დაადეს.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, სამოქალაქო სექტორი მელიას დაკავებაში კანონდარღვევას ნათლად ხედავს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ამის მტკიცებულება ის ვიდეოკადრებია, რომელშიც კარგად ჩანს, როგორ მიჰყავს რამდენიმე სამართალდამცავს ნიკა მელია.  

 

დღის ამბები