22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, ის ერთი ადამიანიც ვეღარ მართავს თავისივე გუნდის წევრებს - ნიკა მელია

„ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. ის ერთი ადამიანიც ვეღარ მართავს თავისივე გუნდის წევრებსაც,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, ქართულ ოცნებაში გამართული მოლაპარაკებების შეფასებისას გააკეთა.

ოპოზიციის წევრის თქმით, შექმნილია პოლიტიკური კრიზისი.  

„უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, მხილებულნი არიან დანაშაულში არაერთი კონკრეტული მინისტრი. გუშინდელი დარბევებისა და ადამიანების გატაცების ფონზე, საზოგადოებაში განსაკუთრებით გაჩნდა მოთხოვნა  ხელისუფლების ცვლილებისა. გამოდიან და საუბრობენ, რომ, თითქოს, დღეს გაიგეს, რომ ქვეყანაში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები ცხოვრობენ, ამას ვინმეს დააჯერებენ?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ქართული ოცნების ოფისში დეპუტატები, პრემიერი, მინისტრები და ბიძინა ივანიშვილი სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. სამთავრობო ცვლილებები მმართველი პარტიის შიგნით კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი ხდება. სხდომის წინ პარტიის ე.წ. ძველი სახეები პირდაპირ მიანიშნებენ კვირიკაშვილის კაბინეტის ვადის ამოწურვაზე. სხდომის შემდეგ კი არცერთი მათგანი ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა. განმარტებებს მხოლოდ ე.წ. ახალი სახეები აკეთებდნენ.

დღის ამბები