22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
„ეს იყო სირაქლემას ხერხი, ქვიშაში თავის ჩაყოფა" - ნათელაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებებზე

„ეს იყო სირაქლემას ხერხი, ქვიშაში თავის ჩაყოფა,“ - ასე შეაფასა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ქართული ოცნების ოფისში გამართული კონსულტაციები და სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია სამთავრობო ცვლილებები.

„მათ შეეშინდათ მარცხის აღიარების, რომელიც სახეზეა და იფიქრეს, რომ რამდენიმე დღე კიდევ გადააგორებენ დაწყებულ ღრმა სოციალურ-პოლიტიკურ და სახელმწიფო კრიზისს. რამდენიმე დღის შემდეგ ხომ მაინც მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება და იმ თანამდებობის პირთა სახლში გაშვება, რომლებმაც საბოლოოდ შეირცხვინეს თავი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ქართული ოცნების ოფისში დეპუტატები, პრემიერი, მინისტრები და ბიძინა ივანიშვილი სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. სხდომის დაწყების წინ პარტიის ე.წ. ძველი სახეები პირდაპირ მიანიშნებდნენ კვირიკაშვილის კაბინეტის ვადის ამოწურვაზე. სხდომის შემდეგ კი არცერთი მათგანი ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა. განმარტებებს მხოლოდ ე.წ. ახალი სახეები აკეთებდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ შეხვედრაზე UNICEF-ის კვლევაზე იმსჯელეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები