22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
სტიქია თბილისში - წყნეთი-ბეთანიის გზა ამ დრომდე ჩაკეტილია

წყნეთი-ბეთანიის გზაზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა და ამ დრომდე ჩაკეტილია. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა, როდის აღდგება მოძრაობა, ჯერ უცნობია.

სტიქიის შედეგად დატბორილია ქუჩები, დაზიანებული სახლები და ავტომობილები.

უხვმა ნალექმა დატბორა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. მოვაჭრეები მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ტერიტორიის დასუფთავებას და დახმარებას ადგილობრივი გამგეობისგან ითხოვდნენ.

ძლიერი წვიმის გამო, ავლაბარში ავარიული სახლი დაინგრა. მეტეხის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამოშლამ უცხოელი ტურისტის მანქანა დააზიანა. ეზოში 4 ოჯახი ცხოვრობს. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერმა წვიმამ კიდევ ერთხელ საფრთხე შეუქმნა 13 ივნისს დაზარალებულ ბაშალეიშვილების ოჯახს. მოვარდნილმა წყალმა სახლს საძირკველიდან მიწა გამოაცალა.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალს დაითვლიან. რაც შეეხება ანაზღაურებას, მერის მოადგილის თქმით, გამგეობები დაზარალებულებს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.

სტიქიის განმავლობაში 112-ში 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. სამაშველო სამსახურმა ადამიანებს პირველადი დახმარება უკვე გაუწია. 

დღის ამბები