22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
ტრაგიკომიკური სპექტაკლი - ზაალ უდუმაშვილი მმართველი გუნდის წევრების დღევანდელ შეხვედრას აფასებს

„დღეს მორიგი ტრაგიკომიკური სპექტაკლი გათამაშდა. ფაქტია, რომ ხელისუფლება არის ძალიან მძიმე კრიზისში შესული იმიტომ, რომ დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ეს უკვე არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, მმართველი გუნდის წევრებს დღეს გამართული შეხვედრის შეფასებისას გააკეთა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, თავად მმართველი გუნდის წევრები შეხვედრაზე შესვლამდე აანონსებდნენ, რომ მინისტრების ცვლილებაზე იქნებოდა საუბარი, თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ თქვეს, რომ მხოლოდ UNICEF-ის დასკვნაზე იმსჯელეს.

„ეს ნიშნავს შემდეგს, კვირიკაშვილი გადადგება, ოღონდ ამის ოფიციალური მიზეზი ის კი არ იქნება, რომ კვირიკაშვილი შეეწირა სამოქალაქო პროტესტს, კვირიკაშვილი გადადგება იმიტომ, რომ გაერო-ს დასკვნა არის ცუდი,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, პრემიერი დროს იხანგრძლივებს უბრალოდ და ახლა ცდილობენ, რომ მთავრობის წევრების ცვლილება არა საზოგადოების მოთხოვნის შედეგად, არამედ როგორც გაეროს დასკვნით ახსნან.

ზაალ უდუმაშვილი გუშინ პარლამენტის წინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. უდუმაშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლციიის თანამშრომლების ფორმით სუს-ის თანამშრომლები იდგნენ, რომლებსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაკავება ჰქონდათ დავალებული.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, შსს-ს აფხაზეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანზორ მარგიანი, იმყოფებოდა იმ ავტომობილში, რომელთან მიახლოების გამოც დააკავეს პარლამენტარი ნიკა მელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები