22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
„შემზარავია, რასაც ვუყურე“ - ვაშაძე იმ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც მოქალაქე სახეზე შარდს ისვამს და შემდეგ მერს ბოდიშს უხდის

„შემზარავია, რასაც ვუყურებ,“ - ასეთია გიორგი ვაშაძის შეფასება იმ ვიდეო მასალაზე, რომელზეც სტუდია მონიტორმა რეპორტაჟი მოამზადა.

საუბარია ვიდეოზე, რომელშიც ერთ-ერთი მოქალაქე სახეზე შარდს ისვამს, შემდეგ კი მარნეულის მერს ბოდიშს უხდის. ეს მოქალაქე მანამდე ზაზა სარალიძის მხარდამჭერს აქციაში მონაწილებდა და მან სიტყვით გამოსვლისას მარნეულის მერს აგინა.

წყარო ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ქმედებისთვის ის ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის წევრებმა დასაჯეს.

ახალი საქართველოს ლიდერი პარალელებს კადიროვის ხელისუფლებასთან ავლებს და აცხადებს, რომ სწორედ ასე ექცეოდნენ ჩეჩენი ბოევიკები იმ ადამიანებს, ვინც მათი ლიდერისთვის მიუღებელი იყო.

გიორგი ვაშაძე სისტემურ პრობლემებზე საუბრობს.

„ვის მოვთხოვო დამნაშავის დასჯა? დანაშაულში მონაწილეებს, რომლებიც თვითონ არიან ბრალდებულები ამ დანაშაულში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სისტემური პრობლემაა ისიც, რაც ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ ხდება.

მისთვის გაუგებარია ის სტერეოტიპები, რომელსაც გარკვეული პირები აყვნენ და ზაზა სარალიძის გვერდით რუსთაველის გამზირზე არ დადგნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მისთვის სულ ერთია, მიაკუთვნებენ თუ არა ენმ-ს.

„სამი შვილის მამა ვარ და არც მინდა გავიაზრო, რა ქმედებებს მივმართავდი მათ მაგივრად,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ცდილობს, ზედმეტი ხალხი გვერდზე გაწიოს. 

დღის ამბები