22 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
"ამაზრზენი, ღირსების შემლახავი" - გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

„ამაზრზენი, ღირსების შემლახავი,“ - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის წევრმა, გიორგი გუგავამ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გააკეთა.

ვიდეოში ასახულია კადრები, სადაც მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ბოდიშს იხდის და სახეზე სავარაუდოდ შარდს ისვამს.

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გიორგი გუგავა ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმესაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ნაცვლად გამოძიებისა, სოციალურ ქსელებში გარდაცვლილი მოზარდის დისკრედიტაცია დაიწყო.

„აქამდეა დაცემული ხელისუფლება, ეს ყველაფერი გააკეთა უსაფრთხოების სამსახურმა, მისმა ე.წ. ტროლებმა, ე.წ. აგენტურამ. შემდეგ დაიწყეს უშუალოდ ბატონი ზაზას დისკრედიტაციის კამპანია ასევე მართული აგენტურით. მერე შეეცადნენ, რომ პროვოკაცია და ურთიერთობები გაემწვავებინათ ბატონ ზაზას და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის, ესეც არ გამოუვიდათ,“ - განაცხადა გუგავამ. 

დღის ამბები