22 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
"ივანიშვილი თქვენ ყველას გიშვრებათ თავზე, სახეზეც და გაწუწებთ თავის ბინძურ ექსკრემენტებს" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ ვიდეოს ეხმაურება, სადაც მოქალაქე შარდს ისვამს სახეზე და მარნეულის მერს ბოდიშს უხდის.

საუბარია მოქალაქეზე, რომელიც ზაზა სარალიძის მხარდამჭერს აქციაში მონაწილებდა და მან სიტყვით გამოსვლისას მარნეულის მერს აგინა. წყარო ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ქმედებისთვის ის ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის წევრებმა დასაჯეს.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ეს კაცი არის საქართველოს სახე.

„არ შემიძლია, არ ვთქვა ორი სიტყვა იმ ვიდეოზე, რაც გავრცელდა, განსხვავებით ბედუკაძის გაყალბებული ვიდეობისა. ცოცხები იყო სიცრუე და შარდი ამ კაცის სახეზე არის ნამდვილი. ეს კაცი არის ასევე სიმბოლო მეორე საქართველოსი. იმ საქართველოსი,  რომელსაც  ბიძინა ივანიშვილი, ბინძური რუსი ოლიგარქი აშარდავს  სახეზე ბოლო რამდენიმე წელიწადია, უშვრება თავზე ბოლო რამდენიმე წელიწადია და ხალხმა უნდა თქვას, რომ ეს შარდი კი არ არის, ეს არის ზეციური ცვარი. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ყველას გიშვრებათ თავზე, სახეზეც და ყველგან გაწუწებთ თავის ბინძურ ექსკრემენტებს,“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, იგივეს აკეთებს კადიროვი ჩეჩნეთში.

მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გახარიას "პუტინის აგენტი" უწოდა. მისი თქმით, ის მოქმედებს რუსული მეთოდებით და ამის დამადასტურებელია გუშინ აქციაზე განხორციელებული დაკავებების სერია.

მისივე თქმით, სასაცილოა, როდესაც ქართული ოცნების ოფისიდან გამოსული დეპუტატები საუბრობენ იმაზე, თითქოს შეხვედრაზე იუნისეფის კვლევებს განიხილავდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ჰააგის სასამართლოში ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ქართველი სამხედროები არიან დამნაშავეები 2008 წლის აგვისტოს ომში.

 „ახლა ჩალიჩობს იმას, რომ ჰააგის სასამართლომ გაამტყუნოს საქართველო,“ - აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, იმის გამო, რომ ამ მთავრობას გადადგომა არ შეუძლია, "ხალხმა ის უნდა გადადგას".

„რანაირად არის, რომ ეს ჯაყო გვიშვრება ყველაფერს და მაინც ბოგინობს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე უნდა დასრულდეს ეს მთავრობა.

„რუსეთმა ჩაგვიტარეს სპეცოპერაცია 2012 წელს. აჩვენეს გაყალბებული კადრები, შეაძულეს მთავრობა და მოგვახვიეს თავზე სრული უუნარობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანების შანსებს, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამის პრეცედენტი არსებობს და მათ შორის მალაიზიაში, სადაც გაერთიანდნენ ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებების ოპოზიციური პარტიები და დაამხეს მოქმედი ხელისუფლების 60-წლიანი მმართველობა.

„ივანიშვილი არის იმდენად სუსტი, რომ ჩვენ ძალიან ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ახლა ივანიშვილმა გვაჯობოს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოში დაბრუნდება და ივანიშვილის ქონებას გადასცემს ხალხს.

"ვინც არ უნდა მოისყიდო, შე საცოდავო ჯუჯავ, რა ხრიკებიც არ უნდა მოიგონო ჩემს წინააღმდეგ, აუცილებლად ჩამოგაკითხავ. შენი ქონება გადაეცემა ქართველ ხალხს," -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები