22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
"ვნახოთ რა განცხადებას გააკეთებს კვირიკაშვილი"- მმართველი გუნდის დეპუტატი მირიან წიკლაური

მთავრობის ადმინისტრაციაში დანიშნულ საგანგებო ბრიფინგს მმართველი გუნდის წევრი მირიან წიკლაური გამოეხმაურა. მისი თქმით, პრობლემები ქვეყანაში არსებობდა და იარსებებს, თუმცა გამოკვეთილი პრობლემები ამ ეტაპზე არ არსებობს.

პრემიერს გადადგომასთან დაკავშირებით დაკავშირებით მირიან წიკლაურს ინფორმაცია არ აქვს. 

„დაველოდოთ მოვლენებს, რა განცხადებებს გააკეთებს გიორგი კვირიკაშვილი ეს მასზეა დამოკიდებული,“-განაცხადა მირიან წიკლაურმა.

რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, რომელზეც მმართველი გუნდი უკვე ღიად ალაპარაკდა, თანაგუნდელების მსგავსად მირიან წიკლაურიც ამბობს, რომ ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილის მას უნახავს.

"ზოგჯერ ეს საუბარი  გაცხარებული იყო, ზოგჯერ დამშვიდებული. სხვადასხვა ნაირად მიმდინარეობდა. იმ ხალხის საუბარი რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს, ხან იქნება გაცხარებული და ხან დამშვიდებული მაგრამ ეს უნდა იყოს ყოველდღიური საუბარი,“- განაცხადა მირიან წიკლაურმა.

დეპუტატი არ თვლის, რომ საქართველოში რაიმე სახის პოლიტიკური კრიზისი არსებობს. 

დღის ამბები