22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
ძალიან წარმატებული პრემიერი გახლდათ კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის - ძიძიგური 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული პრემიერი იყო, თუმცა აუცილებელია ეკონომიკის უფრო სწრაფი განვითარება და სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა.

„ძალიან წარმატებული პრემიერი გახლდათ კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის“-აცხადებს ძიძიგური.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კვირიკაშვილის შემცვლელად გიორგი გახარია განიხილება, მამუკა ბახტაძე თუ მაია ცქიტიშვილი - ძიძიგური აცხადებს, რომ ამ კითხვას პასუხს არ გასცემს.

„ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ამას თქვენ ასეთ ვითარებაში ვერ მოგახსენებთ. იქნება კონსულტაციები და შევჯერდებით კანდიდატზე“- აცხადებს ძიძიგური.

მან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო, რომ ის ხელისუფლების ფორმირებაში არ უნდა ჩაერიოს.

„არასამთავრობო იმიტომ ჰქვია ამ ორგანიზაციებს, რომ არასამთავრობო საკითხებს უნდა მიხედონ, როცა აყენებენ მინისტრების გადადგომის მოთხოვნას ეს პირდაპირ არის პოლიტიკური მოთხოვნები. გაცილებით სჯობს, რომ არასამთავრობოებმა საკუთარ სეგმენტში იმუშაონ“-აცხადებს ძიძიგური.

დღის ამბები