22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
1000 წერილი თეა წულუკიანს-სოციალური კამპანია, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები იუსტიციის მინისტრს წერენ რატომ უნდა წავიდეს

1000 წერილი თეას - ამ სახელწოდების სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო. იუსტიციის მინისტრს ყველა საკუთარ არგუმენტს წერს - თუ რატომ უნდა დატოვოს მინისტრმა პოსტი.

სოციალურ კამპანიაში მონაწილეების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ წერილებს თეა წულუკიანი არ წაიკითხავს, მაგრამ სჯერათ, რომ პროტესტის ამ ფორმით მიზანს მიაღწევენ.

საქართველოს ფოსტამ ასობით წერილი უკვე ჩაიბარა. ერთი წერილის გაგზავნა 2 ლარი და 50 თეთრი ღირს.

ყველა კონვერტს ერთი მისამართი აქვს - იუსტიციის სამინისტრო, ვახტანგ გორგასლის 24ა.

ყველა წერილში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რიგითი მოქალაქეები  იუსტიციის მინისტრს მის მიერ დაშვებულ შეცდომებს ახსენებენ.

დღის ამბები