22 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
აქციაზე ნასროლი ბოთლები და შეძახილები - „წადი“, "ჰაჰა კამპანია", რეზინის ბოტები - კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტზე კარიერა დაასრულა

გიორგი კვირიკაშვილმა ორწლიანი და 6 თვიანი კარიერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაასრულა. თავის ბოლო განცხადებაში უკვე ყოფილმა პრემიერმა ბევრი ისაუბრა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ წარმატებაზე.

კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას რამდენიმე ფაქტი უძღოდა წინ, მათ შორის სოლიდარობის აქციაზე ნასროლი ბოთლები და შეძახილები „წადი“, დაცინვა Facebook სტატუსის გამო, რეზინის ბოტები და შარდის კონტეინერები და ღია დაპირისპირება გუნდში.

კვირიკაშვილი ხალხის შეძახილებზე არ გადადგა, გუნდის წვერების დაცვა განაგრძო და არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანია გადადგომის მოთხოვნის გამო გააკრიტიკა. რის პასუხადაც პრემიერმა სოციალურ ქსელში „ჰაჰა კამპანია“ და მთავრობის ადმინისტრაციის წინ ბოტები მიიღო. ეს პერფორმანსი სამოქალაქო საზოგადოებამ მას შემდეგ დაგეგმა, რაც მათი განცხადებით, პრემიერმინისტრმა მისი Facebook პოსტის ყალბი მომწონებლებლები ანუ ე.წ ბოტები პაკისტანსა და ინდოეთში იყიდა.

მანამდე კი „კურიერს“ ხელში ჩაუვარდა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კონფლიქტს ადასტურებდა. პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო მიმოწერაში გაიგზავნა. პრემიერი მესიჯში კობახიძეს წერდა, რომ მისი არცერთი მოსაზრება არ იყო გაზიარებული, რაც მისთვის სამწუხაროა.

გიორგი კვირიკაშვილი ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, ვისი გინებაც პარლამენტში საზოგადოებამ პირდაპირი ეთერში ნახა.

პრემიერი კვირიკაშვილი სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი ბევრჯერ იყო, თუმცა განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთს წერილი გაუგზავნა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის შეთავაზებით.

კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი 2015 წლის დეკემბერში გახდა, მას შედეგ, რაც მისმა წინამორბედმა პრემიერობიდან 2 წლისთავზე ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები