22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
პრემიერის გადადგომა - ოპოზიცია დარწმუნებულია რომ კვირიკაშვილს თანამდებობა საკუთარი ნებით არ დაუტოვებია 

ნიკა მელია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელიც მან თანამდებობის დატოვემადე გააკეთა ცინიკურს უწოდებს. ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს ლიდერისთვის გაუგებარია, რატომ თვლის ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობაა. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ კვირიკაშვილის გადადგომა მოქმედი ხელისუფლების დასასრულია.

„როგორ უბრუნდება საერთოდ ენა, რომ ქვეყანაში კარგ ვითარებას ტოვებს და მოდით მიხედეთ ახლა თქვენ. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ბოლო გაფართხალებაა ეს. ყრის ბარტყებს, გადმოაგდო სუბელიანი კალათიდან. შემდეგ ბატონი შოთაძე, ახლა ბარონი კვირიკაშვილი. მიაყოლებს რამდენიმე მინისტრს გადმოფერთხავს ახლა. მაქსიმუმ შემოდგომაზე ბატონ ივანიშვილს მოუწევს ქუდის დახურვა და სახლში წასვლა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ეხმაურება „ევროპული საქართველოც“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ის უნდა წასულიყო ბერად ადრე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა დროს შეიქმნა კრიზისი.

„ეს კაცი გადადგება,  როცა ეტყვის ივანიშვილი და არა მაშინ როცა ამას ეტყვის ხალხი. აი ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა შეიძლება შეიცვალოს. მომდევნო არჩევნები უნდა გავხადოთ რეფერენდუმად. უნდა თუ არა ხალხს ივანიშვილის ამ რაღაც გაუგებარ  მმართველობაში სადაც ხალხი ღარიბდება,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები