22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
ცემა და დამამცირებელი მოპყრობა - პროკურატურამ ენმ-ს დეპუტატს ბრალი წაუყენა

„ქართული ოცნების“ აქტივისტის მიმართ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების, არაადამიანური მოპყრობის გამო პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დაკავებას აპირებს.

საგამოძიებო უწყებამ დღეს პარლამენტიც კი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ აზერ სულეიმანოვის მიმართ სამართლებრივ დევნას იწყებდა, თუმცა დაკითხვის შემდეგ  დეპუტატი გაათავისუფლეს.

არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სულეიმანოვი კონფლიქტში არ მონაწილეობდა.

საუბარია მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე, რომელმაც სახეზე შარდი წაისვა და მარნეულის მერს ბოდიში მოუხადა აქციაზე გამოსვლის დროს მისსა და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის. პროკურატურის მტკიცებით სულეიმანოვმა ალახვერდიევი კაბინეტში დაიბარა და მასზე იძალადა. სულეიმანოვი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ალახვერდიევს 10 წუთიან შეხვედრაზე ერთადერთი კითხვა დაუსვა, რატომ მოქმედებდა ის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით.

მუხლი, რომლითაც პროკურატურამ პარლამენტარ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ აზერ სულეიმანოვს ბრალი წაუყენა, ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები