20 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და რატომ გადადგა კვირიკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა კითხვა უპასუხოდ დატოვა 

ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილი - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარი არ გააკეთა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ბიძინა ივანიშვილი დღეს საბურთალოს ეკლესიაში, მომღერალ გიო ხუციშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბებიან. მმართველმა გუნდმა დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერის კანდიდატურაზე უნდა იმსჯელოს. 

გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად, რომელიც თანამდებობიდან გუშინ გადადგა, არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის გიორგი ბახტაძის და შს მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურები განიხილება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები