22 დეკემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ვინ გახდება პრემიერი - "ქართული ოცნების" ოფისში სხდომა დასრულდა

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას განიხილავდნენ. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

მმართველი გუნდის წევრები პრემიერის სავარაუდო კანდიდატად ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს ასახელებენ. 

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ახალ პრემიერს ეკონომიკისა და ფინანსურ სფეროში გამოცდილება ჰქონდეს.

„მამუკა ბახტაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ჩვენი მთავრი მიზანია, რომ ისეთი პრემიერ გვყავდეს, რომლის სოციალური პოლიტიკა, მათ შორის ბიზნესის გვერდით დგომასთან ერთად ძლიერი იქნება. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები სიღარიბის კუთხით,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატებმა განცხადებები "ქართული ოცნების" ოფისში სხდომის დაწყების წინ გააკეთეს.

„ის განცხადებები, რაც მამუკა ბახტაძის მიერ ჟღერდებოდა ბანკებთან მიმართებაში თანხვედრაში ჩემ პოზიციასთან და ვფიქრობ, რომ კარგი მიმართულება იქნება თუ პრემიერის რანგში გააგრძელებს იგივე პოლიტიკას, რასაც ფინანსთა მინისტრობის დროს აფიქსირებდა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა ემთხვევა და შესახედავად მგონი ცუდი კაცი არ არის,“- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი გაჩეჩილაძე შეხვედრის დაწყების წინ ამბობდა, რომ შესაძლოა პრემიერის კანდიდატად შს მინისტრი - გიორგი გახარიაც განიხილებოდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები